ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წვრთნები დაიწყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ნაწილების არტილერისტებმა უახლესი შეიარაღების და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით სამხედრო წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება. წვრთნები ტარდება ასევე ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩეჩნეთში.
„სამხედრო მანევრების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უახლესი რადიოსალოკაციო კომპლექსების, „ზოოპარკ-1“-ის, თვითმავალი საარტილერიო დანადგარის „მსტა-ს“, ასევე ზალპური სისტემის დანადგარების: „ტორნადო-გ“-ს, „გრადის“ და „ურაგანის“, ასევე ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების: „შტურმის“, ნაღმმტყორცნების „პოდნოსის“ და „სანის“ ათვისებას. არტილერისტებთან ერთად წვრთნებში მოტომსროლელთა და სატანკო, ასევე საზენიტო და სატანკო ქვედანაყოფები და ავიაცია მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები