იემენში არაბეთის გაერთიანებული საამიროების თვითმფრინავი დაიკარგა

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იემენში მათი ავიაგამანადგურებელი გაუჩინარდა. ის ამბოხებული ხუსიტების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილეობდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ცნობისთვის, არაბული კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში მარტიდან სამხედრო ოპერაციას ატარებს. სამოქალაქო ომის პერიოდში ამ ქვეყანაში 6 ათასი ადამიანი დაიღუპა. 2 მილიონ 400 ათასი ადამიანი ლტოლვილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები