„კოალიციაში შემავალი ვერცერთი პოლიტიკური ძალა მნიშვნელოვან შედეგს ვერ დადებს, თუ ცალკე გავა არჩევნებზე“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, „კონსერვატიული პარტიის“ წევრმა ბიძინა გუჯაბიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კოალიციის შესაძლო დაშლის შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს წინდახედულებისკენ მოუწოდა და არჩევნებზე ცალ-ცალკე მონაწილეობის შემთხვევაში კოალიციაში შემავალი პარტიების შანსებზეც ისაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტებიდან, თუ ცალკე გავა არჩევნებზე, ვერცერთი დადებს მნიშვნელოვან შედეგს.
„კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ ძალებზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან, მაგრამ პოლიტიკური წინდახედულება და შორსმჭვრეტელობა უნდა გეყოს იმისთვის, რომ შენი თავიც არ დააზიანო და ქვეყანასაც ზიანი არ მოუტანო, მე იმედი მაქვს იმ პოლიტიკური ძალების კეთილგონიერებისა, რომლებიც კოალიციაში შედიან. ვერცერთი პოლიტიკური ძალა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ამ პოლიტიკური სუბიექტებიდან ვერ დადებს, თუ ცალკე გავა არჩევნებზე. ასე რომ, სანამ კოალიციის დაშლაზე დაიწყებენ საუბარს, უკეთესი იქნება, თავიანთ შესაძლებლობებს და ქვეყნის ინტერესებს თვალი გადაავლონ“, – განაცხადა ბიძინა გუჯაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები