ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები იპოვიან იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და სათანადოდ დასჯიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ელჩმა ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.
ამასთან, როგორც ჰოლ ჰოლიმ აღნიშნა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება საქართველოს საზოგადოებამ ერთხმად დაგმო.
“მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა მე მაძლევს იმის იმედს, რომ ამ მხრივ საქართველოს საზოგადოება სწორი მიმართულებით მიდის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობას, რომ გამოიძიოს ეს ფაქტი”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
ცნობისთვის, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები