ანკარაში დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა

ანკარაში ტერორისტული შეტევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზინოღლუმ განაცხადა. დღეს საავადმყოფოებში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. მუეზინოღლუს ინფორმაციით, ქალაქის საავადმყოფოებში 71 დაშავებული რჩება, მათგან 15 მძიმე მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ დანაღმული ავტომობილი გიულენის პარკის სიახლოვეს აფეთქდა. ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას ტერაქტზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები