პაატა ზაქარეიშვილი – ჩემთვის ტერიტორიას კი არა, ადამიანებს აქვთ მნიშვნელობა

„აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. მათი დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია, ხოლო ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს და მოსკოვსა და ცხინვალს შორის საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ შეესაბამება. ამის შესახებ გამოცემა „ეხო კავკაზთან“ ინტერვიუში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ტერიტორიას კი არა, ადამიანებს აქვთ მნიშვნელობა. ეს კომენტარი სახელმწიფოს მინისტრმა ენგურის ხიდზე პატიმრების გაცვლის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
„კრიტიკის არ მეშინია. ის, ვინც ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთს აბარებს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2008 წელს ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსკოვს ეს ტერიტორიები ეღიარებინა და იქ საოკუპაციო ძალები განეთავსებინა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკა სწორია და ჩვენ მოვახერხებთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგებას“, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები