ჯონ მაკკეინი: საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა, ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, – ამის შესახებ ამერიკის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ნატოში გაწევრიანებას იმსახურებს.
“ამაყი ვიყავი, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია. ახლა, იქაური პოლიტიკური ვითარება მაღელვებს. ვიმედოვნებ, მომავალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაივლის. ჩემი აზრით, ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ახლა, ნაკლებად თუ ადარდებს ვინმეს საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. ყოველთვის, როცა დასავლეთი ყურადღებას ასუსტებს, რუსეთი საზღვრის ხაზს სწევს. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ქართველებს, ალიანსთან მიერთების უფრო მკაფიო გზას შევთავაზებდი. ამ პოლიტიკას შესაძლოა, არ იზიარებდეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, მაგრამ საქართველო და მისი ჯარი ავღანეთში გვერდში დაგვიდგა. ვიცი, რომ საქართველო თვითონაც ამაყობს ამ კონტრიბუციითა და მისი ჯარისკაცების სიმამაცით”,- აღნიშნა მაკკეინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები