ელისო ჩაფიძე: ვერავინ ვეღარასდროს უნდა გაბედოს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა

ვერავინ ვეღარასდროს უნდა გაბედოს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. ჩაფიძის შეფასებით, საგამოძიებო უწყებებს კონკრეტული ვადა უნდა მიეცეს, ამ საქმეების გამოსაძიებლად.
„საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. სასწრაფოდ უნდა მოიძებნონ და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამას აკეთებენ და, მგონი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში პრობლემა არ უნდა იყოს, ამ სისხლის სამართლის დამნაშავეების გამოვლენა. ხელისუფლებამ სწორედ ეს უნდა გააკეთოს, რომ მისცეს კონკრეტული ვადა საგამოძიებო ორგანოებს, სანამ დანაშაულის ჩამდენ პირებს არ დააკავებენ და არ დასჯიან სამაგალითოდ. ვერავინ ვეღარასდროს უნდა გაბედოს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია იქნება ის, რომ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს“, – განაცხადა ჩაფიძემ.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები