„თავი არ მოვიტყუოთ, რომ ხელისუფლებას შეუძლია, დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან“


თავი არ მოვიტყუოთ, რომ ხელისუფლებას შეუძლია, დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარი ქუცნაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება.
„თავი არავინ მოვიტყუოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ტექნიკურად შეძლებს იმას, რომ ეს ჩაკეტოს და აბსოლუტურად დაგვაზღვიოს ინფორმაციის გავრცელებისგან. ერთადერთი, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის კანონის დარღვევაზე ეფექტური რეაგირება. ესეც იმ შემთხვევაში, ვინც კარგად ერკვევა ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, თუ ატვირთვა მოხდა საქართველოდან. თუ ატვირთვა მოხდა უცხოეთიდან, აქაც ერთგვარი ტექნიკური სირთულეებია“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პირების სახეები დაფარულია. ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, სადაც მასალის ავტორი პოლიტიკოსებს მუქარით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები