„2012 წელს გვირეკავდნენ წინა ხელისუფლების კუდის თანამშრომლები, სახელებით და გვარებით ვიცოდით, ვისზე იყო ეს კადრები – ისინი მათი გავრცელებით გვემუქრებოდნენ“

ექსპერტი მამაუკა არეშიძე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მსგავსი ჩანაწერები როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადო მოღვაწეებზე და ჟურნალისტებზე არსებობს. მისი განმარტებით, ჯერ კიდევ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დღეს მოქმედი ხელისუფლების გუნდის წევრებს მაშინდელი ხელისუფლების კუდის წარმომადგენლები ურეკავდნენ და კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ. კადრებით ვაჭრობა, მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ვინც კადრებით სპეკულირებდა, არეშიძის თქმით, მეგის ქარდავა იყო.
„როდესაც 2012 წლის არჩევნები მიმდინარეობდა, ჩვენ გვირეკავდნენ წინა ხელისუფლების კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და ვიცოდით, რომ ეს კადრები არსებობდა. ვიცოდით სახელებით და გვარებით, – როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადო მოღვაწეებზე და ჟურნალისტებზე. ვიცოდით ვინ აკონტროლებდა, ვიცოდით, ვინ ქმნიდა… გვემუქრებოდნენ, რომ ამ კადრებს გამოიყენებდნენ. არჩევნების შემდეგ ზოგი ამ კადრებით და მონანიებით მიადგა ხელისუფლებას. ორი ქალაქიდან, ბრიუსელიდან და სოჭიდან იყო შემონათვალი და ამ კადრებით ვაჭრობას იწყებდნენ. სოჭიდან მეგის ქარდავას ხმა ისმოდა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დეკლარირებულმა კადრების განადგურების ოპერაციამ ჩაიარა ისე, როგორც იყო ნათქვამი, ისინი განადგურდა, მაგრამ არსებობდა ამ ჩანაწერების დუბლიკატები. ამ კადრებს ისინი ერთ ეგზემპლარად არ ქმნიდნენ. არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვდით, რომ გამოაშკარავებულიყო ყველა ის ადამიანი, ვინც ეს კადრები შექმნა, ვინც ბრძანება გასცა, ვინც ორგანიზება გაუკეთა, ვინც ფიზიკურად იმუშავა ამ კადრების შექმნაზე, ყველა, სახელებით და გვარებით უნდა გამოაშკარავებულიყო და ადამიანებს უნდა სცოდნოდათ, რომ აი ეს ადამიანები არიან ამის შემქნელები და ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელნი იმაზე, თუ ოდესმე ეს კადრები გავრცელდებოდა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები