„ვერ ვხედავ ვერცერთ არგუმენტს, რომ ხელისუფლებას აწყობდეს ამ ფირების გავრცელება“

„როდესაც ასეთი ჩანაწერები ქვეყნდება, ყოველთვის ჩნდება კითხვა, ვის აწყობს. მე ვერ ვხედავ ვერცერთ არგუმენტს, რომ ხელისუფლებას აწყობდეს ამ ფირების გავრცელება“,- აღნიშნული განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტის შეფასებისას, ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
არეშიძის თქმით, ამის გამოქვეყნება აწყობდა მხოლოდ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს. ექსპერტმა არ გამორიცხ,ა აღნიშნული ფაქტის უკან გარეშე ძალებიც იდგნენ.
„უნდა ითქვას ისიც, რომ ის პიროვნება, ვისზეც არის საუბარი, არ არის დღეს ისეთი დონის პოლიტიკური ფიგურა, რომ მისი დისკრედიტაცია ვინმეს უღირდეს. ისეთი სურათი იკვეთება, ვითომ ამ პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ მიმდინარეობს ბრძოლა, რომელ გუნდსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამის გამოქვეყნება აწყობდა მხოლოდ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში სიტუაციის არევას და ხელისუფლების დისკრედიტაციას ცდილობს. ან რომელიმე ქვეყანას, რომელსაც აწყობს ასევე ხელისუფლების დისკრედიტაცია და ქვეყანაში ისტერიული ფონის შექმნა. შესაძლოა, ეს იყოს რაიმე კონკრეტული თემის გადაფარვის მცდელობა, თუმცა, რა თემა შეიძლება იყოს ეს, ამაზე პასუხი ამჯერად არ მაქვს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები