თენგიზ ფხალაძე და ივლიანე ხაინდრავა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სოფელ ჯარიაშენთან მიმდინარე პროცესების შსახებ ისაუბრეს. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ინფორმაცია სოფელ ჯარიაშენთან არსებული ვითარების შესახებ უშუალოდ EUMM-ის ხელმძღვანელისგან მოისმინეს.
თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი უდიდეს ყურადღებას აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს.
„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის უკანონო და დაუშვებელი. საქართველოს პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება პროცესებს და ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ ვითარებაზე და ამ ქმედებებსაც მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები