ავღანეთში „ბოევიკები“ საკუთარ ნაღმზე აფეთქდნენ

ავღანეთის ნანგარხარის პროვინციაში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკთა“ ჯგუფი საკუთარი ნაღმის ტრანსპორტირებისას აფეთქდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 12 ექსტრემისტი დაიღუპა და 21 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო Khaama Press ავღანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, „ბოევიკები“ მაზდაკის რაიონიდან შედილის ბაზარში ასაფეთქებელი მოწყობილობის მიტანას ცდილობდნენ და სწორედ ამ დროს აფეთქდა ნაღმი. მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები