თურქეთის შს მინისტრი უმოკლეს ვადაში ტერაქტის გამოძიების პირობას დებს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აფკან ალა უმოკლეს ვადაში ტერაქტის გამოძიების პირობას დებს. მისი თქმით, აფეთქებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ ეს ქვეყნის უშიშროების ძალების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სულისკვეთებას მხოლოდ გააძლიერებს. ეს განცხადება მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტი ანკარაში კვირას მოხდა. დანაღმული ავტომობილი თურქეთის დედაქალაქის ორი ცენტრალური ქუჩის გადაკვეთაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 34 ადამიანი, დაჭრილია 125, მათგან 19 უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.
1931908_10205534207706184_665388084_n

12026624_10205534207906189_107792703_n

12404503_10205534207866188_732976439_n

12834506_10205534207826187_527154401_n

12071766_10205534207786186_513765482_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები