საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საქართველო მკაცრად გმობს 2016 წლის 13 მარტს კოტ დ’ივუარის რესპუბლიკის ქალაქ გრანდ ბასსამში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 14 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმებს.
ქართული მხარე შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოში ტერორისტული საფრთხის ზრდის გამო და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება არსებული გამოწვევების დაძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები