“ნაციონალებს “მაესტროს“ ყიდვა 12 მილიონ დოლარად უნდოდათ – ტელეკომპანიის დამფუძნებლის სკანდალური განცხადება

“ნაციონალებს “მაესტროს“ ყიდვა 10-12 მილიონ დოლარად უნდოდათ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ “მაესტროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე აცხადებს, რომელმაც წილი გია გაჩეჩილაძეს მიჰყიდა.
ჩიკვაიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა შეთავაზებაზე უარი უთხრეს, მათ “ნაციონალებმა“ ახალი წინადადებით მიმართეს. ჩიკვაიძის თქმით, “ნაციონალებს“ უნდოდათ, ორი მილიონის ყოველწლიურად გადახდის სანაცვლოდ, “მაესტროს“ ეთერში ის გაეშვა, რაც “ნაციონალებს“ სურდათ.
“პირველი მწვავე კითხვა მაშინ გამიჩნდა,როდესაც ტელევიზია წამყვანმა ჟურნალისტებმა, სანაიამ, ჟიჟილაშვილმა და სხვებმა დატოვეს. ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ სხვა დამფუძნებლებსაც, მათ შორის, მამუკა ღლონტს, რომელიც იმ პერიოდში უკვე აღარ ერეოდა მართვაში. თუმცა კონკრეტული პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ. მოგვიანებით გაირკვა,რომ ტელევიზიაში წილის ყიდვა “ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა. დიახ, დაახლოებით ორი-სამი წლის წინ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, “მაესტროს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს შეხვდა და მას 10-12 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ტელევიზიის გაყიდვა შესთავაზა. დამფუძნებლებმა უარი ვთქვით. ჯერჯერობით ვერ გავასაჯაროებ ვინაობას. სწორედ ამის შემდეგ “ნაციონალებმა“ ახალი წინადადებით მოგვმართეს – არ გვინდა წილები, თქვენი იყოს, ოღონდ ერთ პირობას დათანხმდით- – წელიწადში ორ მილიონს გადაგიხდით, თუ ეთერში იმას გაუშვებთ, რაც ჩვენ გვინდაო. დამფუძნებლებმა ამ წინადადებაზეც უარი ვთქვით. რა მოხდა ამის შემდეგ, გაგრძელდა თუ არა “ნაციონალური მოძრაობისგან“ მსგავსი შემოთავაზებები,ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ჩემი წილი გავასხვისე“, – აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები