დავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს განთავისუფლების მოთხოვნას უერთდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რუსეთში უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება. “ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას, რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ. სოლიდარობას ვუცხადებ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინის მთავრობას, რადას წევრებს და ჩემს კოლეგას, ბატონ ვოლოდიმირ გროისმანს ამ რთულ ვითარებაში. მართალია, რთულია, გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ, იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე”, – ნათქვამია უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები