აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 16 მარტს გაიმართება

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 16 მარტს გაიმართება. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე გამთენიისას პრაღაში გაემგზავრა. ზურაბ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებების დროს განხილული იყოს სოფელ ჯარიაშენში არსებული ვითარებაც, სადაც უკვე მეორე დღეა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული შეიარაღებული პირები გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ. მისივე თქმით, საუბარი შეეხება ასევე ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულ საქართველოს მოქალაქეებსაც. ასევე ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეები სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავენ.
“შესაბამის უწყებებთან გავივლი ამ თემას და აუცილებლად შევეხებით ამ თემას იქ. ჩვენ ვსაუბრობთ სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე სატრანსპორტო თემატიკაზე და გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებზე. როდესაც ჰუმანიტარულ პრობლემებზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ჩვენი მოქალაქეები, რომელებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან”,- განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები