პრეზიდენტი – შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით

გიორგი მარგველაშვილი  ანკარაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.
“შოკირებული ვარ ანკარაში მომხდარი კიდევ ერთი ტერორისტული აქტით, რომელმაც იმსხვერპლა უდანაშაულო ხალხი და მრავალი დაშავდა. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს, გვერდში უდგას და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარ თურქ ხალხს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების მწუხარებას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები