“ევრონიუსი”: აფეთქების შედეგად ანკარაში მინიმუმ 5 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია 20-მდე პირი (ფოტოკოლაჟი)

თურქული მედიასაშუალებები ანკარას ცენტრში მომხდარი აფეთქების ადგილიდან პირველ ფოტოებს აქვეყნებენ. “ევრონიუსის” ცნობით, მინიმუმ  5 ადამიანი გარდაიცვალა, 20-მდე პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით  19.45  წუთზე,  თურქეთის დედაქალაქის ცენტრში, გიუვენ პარკის მიმდებარედ, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა.   ერთ-ერთი მუნიციპალური ავტობუსი მთლიანად დაიწვა.  ცეცხლი გავრცელდა სხვა მანქანებზეც.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ექიმები და მაშველები იმყოფებიან. ტერიტორიას აკონტროლებენ ადგილობრივი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები.
“ევრონიუსის” ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს.
46015

65568_23873_13032016191059_1

12821482_508912032625715_8309691229907333018_n

ankara-kizilayda-patlama-olu-ve-yaralilar-var,VPzqQn9WGkeWnUUBsuxDgA

ankara-patlama2

ankara-patlama3

mehmet-özer

patlama1

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები