დავით ზალკალიანი ჯარიაშენის მოვლენებზე – ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი.
მისივე თქმით, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე-ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენელი.
ზალკალიანის განცხადებით, ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად აამოქმედა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. კერძოდ, ინფორმირებულია ჟენევის სამივე თანათავმჯდომარე-ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენელი. ასევე, ჩვენ ვიმყოფებით მუდმივ კავშირზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და, კერძოდ, მის ხელმძღვანელთან, რომელიც ადგილზეა და იქ აკვირდება დეტალურად პროცესებს. ეს საკითხი იქნება სერიოზული განხილვის თემა სამშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის განხილვის დროს. გარდა ამისა, უახლოესი რაუნდი მარტის მეორე ნახევარში იგეგმება ჟენევაში და ჩვენი დელეგაცია ძალიან მწვავედ დააყენებს ამ საკითხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ინფორმირება და მათი კონსოლიდირება, რათა არ მოხდეს პროცესების ესკალაცია და მავთულხლართების დამონტაჟება და გადმოწევა ჩვენს ტერიტორიაზე”, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები