რას აცხადებდა არეშიძე 2013 წელს ფარულ ვიდეოჩანაწერებზე – ქარდავა ჩანაწერების გავრცელებით იმუქრებოდა

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, 2013 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში აცხადებდა, რომ ფარულ თვალთვალს პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე სპეცსამსახურები წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავას დავალებით ახორციელებდნენ.
ექსპერტი მაშინ ამბობდა, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები კოალიცია “ქართული ოცნების“ წევრებზე პირადი ცხოვრების მაკომპრომატირებელ მასალებს ფლობდნენ.
მამუკა არეშიძე მეგის ქარდავას სახელით კადრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, გავრცელებულ მუქარას, ვანო მერაბიშვილსა და ახალიებს შორის დაპირიპირებას უკავშირებდა.
„არის გარკვეული კომპრომატები, რომელიც ეხება „ქართული ოცნების” ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის, ქალბატონებსაც. საკმარისია ეს კომპრომატები გამოჩნდეს, თავისთვისვე შეიქმნიან ძალიან დიდ დისკომფორტს. ხელისუფლებას აღარ დარჩება არც სურვილი და არც საშუალება იმისა, რომ ეს ადამიანები კოჰაბიტაციის რეჟიმში შეინარჩუნოს”, – აცხადებდა არეშიძე ტელეკომპანია “ მეცხრე არხთან“ ინტერვიუში.
მამუკა არეშიძე, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებული ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან მეგის ქარდავას კავშირს არ გამორცხავს.
“კვირასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავის დროზე მეგის ქარდავა სწორედ მსგავსი შინაარსის მსაალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა და ხელისუფლებასთან ვაჭრობდა.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, რომელიც 2013 წელს აცხადებდა, რომ ფარულ თვალთვალს პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე სპეცსამსახურები მეგის ქარდავას დავალებით ახორციელებდნენ, ბოლო დღეებში, ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან მეგის ქარდავას კავშირს არ გამორცხავს. “კვირასთან“ საუბრისას მამუკა არეშიძე ამბობს, რომ თავის დროზე მეგის ქარდავა სწორედ მსგავსი შინაარსის მსაალების გამოქვეყნებით იმუქრებოდა და ხელისუფლებასთან ვაჭრობაში შესვლას ცდილობდა. “გადაჭრით არ შემიძლია ვინმეს ხელი დავადო, თუმცა მე ვიცი, რომ ქარდავა თავის დროზე მსგავის ფარული ჩანაწერების გავრცელებით იმუქრებოდა და ხელისუფლებას ევაჭრებოდა. ეს კადრები გავრცელდა არსებული ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, შესაძლოა ეს მოხდა ქარდავას, რომელიმე პოლიტიკური ძალის ან ქვეყნის მიერ. სრულიად ალოგიკურად მიმაჩნია მოსაზრებები, რომ შესაძლოა ამ კადრების გავრცელების უკან ხელისუფლება იდგეს. ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ ძალევს ხელს მსგავსი ჩანაწერების გავრცელება. ამ ჩანაწერებმა ხელისუფლებას უარყოფითი შედეგის გარდა არაფერი მოუტანა. ის ოპოზიციური ძალა, რომლის წარმომადგენლის შესახებაც გავრცელდა კადრები არ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის დიდი საფრთხეს, ამიტომ სრულიად გაუგებარია განცხადებები, იმის თაობაზე, რომ ეს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ან ზოგადად ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯია“, – განუცხადა “კვირას “ არეშიძემ.
ცნობისთვის, 2013 წლის 15 აპრილს ტელეკომპანია “მეცხრე არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ,რომელშიც საუბარია იმაზე თუ როგორ ემუქრება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნი მეგის ქარდავა პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ვიდეომასალებს გაასაჯაროვებს, სოციალურ ქსელში კვლავ განხილვის საგანი გახდა. თემამ მას შემდეგ შეიძინა აქტუალობა, რაც რამდენიმე დღის წინ, ფარულად გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. სამი წლის წინ მეგის ქარდავას სახელით გავრცელდა განცხადება, რომ ის პოლიტიკოსთა პირადი ცხოვრების ვიდეომასალებს გაასაჯაროვებდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ბავშვობის მეგობარ ბაჩო ახალაიას არ გაათავისუფლებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები