რა ხდება ჯარიაშენში – “ტრანშია გაჭრილი რაღაც გზის ფორმის, ორი დღეა მიმდინარეობს მუშაობა”

გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენის განაპირას ოკუპანტებს გზა გაჰყავთ.
ეს გზა ადგილობრივების ვარაუდით, ნაკვეთებს ოკუპირებულ მაქსიაანთკართან დააკავშირებს.
ამ ტერიტორიაზე სამხედროებს საგზაო ტექნიკა ჰყავდათ მობილიზებული და გზის გასაყვანად ხეებიც გაჩეხეს. საუბარია 32 ადგილობრივ მკვიდრის კუთვნიილ მიწის ფართობზე, სადაც შესვლას 2015 წლის გაზაფხულიდან ვერ ახერხებენ.
მავთულხლართები და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტები აქ დამონტაჟებული არაა, მაგრამ ოკუპანტებმა ადგილობრივებს ბაღებსა და ნაკვეთებში შესვლა აუკრძალეს.
როგორც გორის გამგებელმა დავით ონიაშილმა განაცხადა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეტყობინება უკვე გაუგზავნეს.
“ტრანშია გაჭრილი რაღაც გზის ფორმის. ორი დღეა მიმდინარეობს მუშაობა. ამჟამად ტექნიკა გაჩერებულია და გზად, რომელიც ნარგავიც შეხვდათ ისინი მოჭრილია. ანუ ეს ნაკვეთი არის ისეთი ნაკვეთი, სადაც რამოდენიმე წელია უკვე აღარ უშვებენ ჩვენს მოსახლეობას. ეს არის კერძო ნაკვეთები დაახლოებით 32 ოჯახია ვისი ნაკვეთები მოჰყვა და აღარ უშვებენ და ჯერ ჩვენთვის უცნობია როდემდე გააგრძელებს ტექნიკა მუშაობას და კიდევ რა ფართობს მოიცავს”, – განაცხადა გორის გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები