მმართველი გუნდი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრებაზე მსჯელობას გეგმავს

მმართველი გუნდი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების წარმოებისა და გავრცელების წინააღმდეგ სასჯელის გამკაცრებასა და ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებების შეტანაზე მსჯელობას გეგმავს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს,რომ ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და ვინც ამ სივრცეში უკანონოდ ჩაერევა, მკაცრად უნდა დაისაჯოს.
“საკითხზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. ჩამოვყალიბდებით და რასაკვირველია, მიმაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს სასჯელი ასეთი ამაზრზენი დანაშაულის ჩადენისათვის, რათა ვერავინ გაბედოს მსგავსი რამ“, – აცხადებს ბესელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები