რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვარზე” საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “საზღვრის” გადაკვეთის მცდელობისას ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „როსბალტი“ იუწყება.
მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქემ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყალბი საბუთები შეიძინა, რათა ოკუპირებული რეგიონის გავლით საქართველოში ჩასულიყო.
მეორე პირი რუსეთის მოქალაქეა. მან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საბუთები უკანონოდ შეიძინა.
სააგენტოს ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები