მიგრანტებით სავსე ნავი თურქეთის სანაპიროსთან ჩაიძირა

თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ტრაგედია ჩანაკალეს პროვინციასთან მოხდა. გემის ბორტზე ავღანელი და ირანელი ლტოლვილები იმყოფებოდნენ. სანაპირო დაცვამ ცხრა ადამიანი გადაარჩინა, ხოლო ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, გასულ წელს ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან ერთ მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები