ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგამოძიებო ორგანოებმა სამი პირი დააკავეს, რომლებიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მკვიდრის, 45 წლის ლუიზა ელდაევას მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
შეგახსნებთ, რომ ქალის ცხედარი თებერვლის ბოლოს ცხინვალის რაიონის სოფელ ვანათის ერთ-ერთ დანგრეულ სახლში აღმოაჩინეს. დაკავებულთა შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი მკვიდრი და სტავროპოლის მხარის ერთი მკვიდრია. ე.წ. პროკურატურის წარმომადგენელთა თქმით, ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება, მომხდართან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, რომლის შედეგებს ამჟამად ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები