სოხუმში ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი სცემეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რუსლან ძიაპშბა მომიტინგეებთან კონფლიქტის დროს დაშავდა. აქცია სოხუმში, ე. წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა.
აქციის მონაწილეები ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძიაპშბას გადადგომას მოითხოვდნენ. მომიტინგეები დრანდის იზოლატორის ყოფილი უფროსის, რუსლან ჯელიას ავტომობილის დაცხრილვის ფაქტს აპროტესტებდნენ. რუსლან ჯელია ამ თანამდებობიდან საგამოძიებო იზოლატორიდან პატიმრის გაქცევის შემდეგ მოხსნეს. ლეონიდ ძიაპშპა მომიტინგეებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა, მაგრამ ამ დროს შეხლა-შემოხლა მოხდა. მინისტრს სახეში რამდენჯერმე დაარტყეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები