თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ შესაძლებლობა აქვთ, საბუთები მოაწესრიგონ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უცხოეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, რომ თუ შესაძლებლობა აქვთ, საბუთები მოაწესრიგონ, ხოლო თუ არა, მაშინ უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ლეგალუად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყნებში.
განცხადება ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ყველას შეგხვედრიათ ალბათ ჩვენი მოქალაქე, რომელიც არალეგალურად ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყანაში. ყოფილა ისეთი ტრაგიკული სიტუაცია, როდესაც იმის შიშით, რომ თუ საქართველოში დაბრუნდება, უკან ვეღარ შევა, საკუთარი ოჯახის წევრის გასვენებაშიც არ ჩამოსულა. პირველი ნაბიჯი იქნებოდა ის, რომ ალბათ იმ ქვეყანაში, სადაც ისინი არიან, სასწრაფოდ გადადგან ნაბიჯები და თავიანთი ვითარების დაკანონება მოახდინონ, თუ ეს შესაძლებელია. მაშინ შეეცადონ, რომ როდესაც დადგება უვიზოდ მიმოსვლის დღე, ახალ პირობებში უკვე კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში. თუმცა პრობლემა ის არის, რომ უვიზოდ მიმოსვლა არ ნიშნავს ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრებას”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები