ქართული ფილმებით შანხაის მუნიციპალიტეტის კულტურის ადმინისტრაცია დაინტერესდა
ეროვნულმა კინოცენტრმა შანხაის მუნიციპალიტეტის კულტურის ადმინისტრაციას უმასპინძლა, რომელიც კინოს, ტელევიზიასა და რადიოს აერთიანებს. ადმინისტრაციის წევრები ასევე წარმოადგენენ შანხაის „ა“ – კლასის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებს. სტუმრების ინტერესიდან გამომდინარე, იგეგმება ქართული ფილმების წარდგენა შანხაის კინოფესტივალის სხვადასხვა სექციაში, ასევე ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ფილმების დისტრიბუციის მხარდაჭერა. ჩინეთი კინოგაქირავების კუთხით ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა გახდა, რომლის ბაზრის მოცულობა 15 მილიარდ დოლარს აღწევს.