თეა წულუკიანი – როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ
“ყველანი უნდა ვიყოთ ყურადღებით, როდესაც ევროკავშირთან საზღვარი გაიხსნება, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახები, არამედ ქვეყანაც არ შევარცხვინოთ”,- აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა ქულუკიანმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სავიზორ რეჟიმის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისი განმარტებით, უვიზო მიმოსვლით სარგებლობა მოქალაქეებს ყოველგვარი ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე შეეძლებათ.
“გუშინდელი დღე ნიშნავს, რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე იმედი გვაქვს, რომ საზღვრები გაიხსნება და შევძლებთ მოკლევადიანი მიზნებით, იქნება ეს ტურიზმი, საზაფხულო სკოლა, ახლობლების მონახულება თუ უბრალოდ სიახლეების ნახვა, ყოველგვარი რიგების, ვიზების და ბიუროკრატიის გარეშე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის ქვეყნებში” , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.