აბაშიძე – კარასინის შეხვედრა 16 მარტს პრაღაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 16 მარტს პრაღაში ის გრიგორი კარასინს შეხვდება. აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემა ვიზების გამარტივების საკითხს და სავაჭრო – ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხება.
„პირველი პირების შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის. 16 მარტს შეხვედრა პრაღაში გაიმართება. გვექნება საუბარი სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით, გავივლით, ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს სავიზო რეჟიმი, არის თუ არა რაიმე პრობლემები. ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ამ თვალსაზრისით, შევეცდებით, რომ მოვაგვაროთ. ისე, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ვისაუბრებთ იქ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სატრანსპორტო კავშირებზე, ჰუმანიტარულ გარკვეულ პრობლემებს ვაგვარებთ ამ თვალსაზრისითაც. იმედი მაქვს, ჩვენ რაღაც შედეგით ჩამოვალთ“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.