გიორგი კვირიკაშვილი: დიდი მადლობა ბ-ნო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის

საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება.
როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც ყველა ქართველმა შეასრულა.
პრემიერი დიმიტრის ავრამოპულოსს მადლობას უხდის.
“დიდი მადლობა ბ-ნო ავრამოპულოს თქვენი პოზიტიური კომენტარისთვის. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც ყველა ქართველმა შეასრულა”, – წერს გიორგი კვირიკაშვილი “ტვიტერზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები