მიხეილ ჯანელიძე: ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე გაკეთებულ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება.
მინისტრი მიესალმება ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში.
მისი თქმით, საქართველომ 2013 წლის შემდეგ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და რეფორმა. რეფორმები კი ოთხი ბლოკისგან შედგებოდა.
“დღეს ევროკომიასამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირს ოფიციალურად წარუდგინა საკანონმდებლო წინადადება შესაბამის რეგულაციაში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის მიერ ამ საკანონმდებლო პროცესის ინიცირებას, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომპირველი ბლოკი არის დოკუმენტების უსაფრთხოება და ბიომეტრიკა, ანუ აუცილებელი პირობები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული პასპორტი, რათა ისარგებლოს მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით ევროკავშირში. მეორე ბლოკი ეს იყო მიგრაცია და ინტეგრირებული საზღვრის კონტროლი, მათ შორის თავშესაფრის მაძიებელთა პოლიტიკა. მესამე ბლოკი ეს არის საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, ხოლო მეოთხე ბლოკი არის საგარეო ურთიერთობები, ფუნდამენტური უფლებები. რეკომენდაციების შესაბამისად, შეფასება მოხდა რამდენიმე ფაზად. პირველ ფაზაში შეფასდა ის საკანონმდებლო, პოლიტიკური და ინსტიტუციონალური ჩარჩო, რომელიც საქართველოს მთავრობამ შექმნა და შერმდეგ მეორე ფაზაზე მოხდა ამ ცვლილებების იმპლემენტაციის განხორციელების ეფექტურობის შემოწმება. ეს არის კიდევვ ერთი დადასტურება იმ წარმატების, რომელსაც ჩვნ მივაღწიეთ შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით, რა თქმა უნდა ჩენი საზოგადოების მხარდაჭერით”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები