“საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურას დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება”

მოუთმენლად ველი, როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში თავისუფლად ჩამოსვლას, – ამის შესახებ მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცედურას დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება.
ევროკომისარი იმედოვნებს, რომ სამუშაოები 2016 წლის 1 ივნისამდე დასრულდება.
ამასთან, დიმიტრის ავრამოპულოსი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაცია ჰუმანიტარულ, ადამიანურ, კულტურულ და ბიზნეს კავშირებს გაამყარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები