კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებზე: ჩვენ მოვისმინეთ მათი დემაგოგიური განცხადებები
ტყუილი, დემაგოგია და სიცრუე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის“,- ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერი ფიქრობს, რომ კონსტრუქციულობასა და ერთობლივ მუშაობაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან” საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.
“ჩვენ მოვისმინეთ მათი დემაგოგიური განცხადებები, რომლებიც ტყუილზე და სიცრუეზე არის აგებული. შეიძლება ითქვას, რომ ტყუილი, დემაგოგია და სიცრუე იქცა ერთგვარ სიმბოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის”. პრემიერ-მინისტრის, პირადად ჩემ მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებებს კონსტრუქციულობაზე, ერთობლივ მუშაობაზე, მე ვფიქრობ, ამ ადამიანებთან არანაირი აზრი არ აქვს. ეს ადამიანები ისევ თავიანთ გზას ადგანან. ეს მათი არჩევანია”, -განაცხადა კახა კალაძემ.