ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით, ფრანგი პოპმუსიკოსი ქართველებთან ერთად კონცერტს გამართავს
ფრანგი ელექტრო პოპმუსიკოსი, კომპოზიტორი ჟერარ ვერანი,19 მარტს, ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით მოძრაობის თეატრში ქართველ მუსიკოსებთან და მოძრაობის თეატრის მსახიობებთან ერთად კონცერტს გამართავს,- ამის შესახებ ფრანგმა მუსიკოსმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, ის საქართველოში მოგზაურობის მიზნით ჩამოვიდა, თუმცა მოგვიანებით ქართველ მუსიკოსებს შეხვდა და ქართული ეროვნული საკრავებით დაინტერესდა. ფრანგმა მუსიკოსმა მის შემოქმედებაში დუდუკის, ფანდურისა და დოლის გამოყენება დაიწყო. მოძრაობის თეატრში ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს შესარულებენ ქართველები, რაც სპეციალურად მისი მუსიკისთვის დაიწერა.
თავიდან საქართველოში მხოლოდ სამოგზაუროდ ჩამოვედი, შემდეგ ქართული მუსიკით დავინტერესდი, შევხვდი ქართველ მუსიკოსებს – დათო ხოსიტაშვილს, სანდრო ნიკოლაძეს და სურვილი გამიჩნდა, რომ ექსპერიმენტალური მუსიკა შეგვექმნა ერთად. ქართულ მუსიკალურ საკრავებში ყველაზე მეტად მომწონს დოლი, ფანდური, დუდუკი, რომლებიც უკვე მაქვს გამოყენებული ჩემს ახალ მუსიკაში. მე ვეძებდი ახალ ინსტრუმენტებს ჩემი შემოქმედებისთვის. აქ შევხვდი მოძრაობის თეატრის წარმომადგენლებსაც. იქმნება კონცერტი ევროპული ელექტრონული მუსიკა, პლუს ქართველი მუსიკოსები ქართული ინსტრუმენტებით ამავე კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მოძრაობის თეატრის მსახიობები. გარდა ამ კონცერტისა, ქართველ მუსიკოსებთან ერთად ალბომზე ვმუშაობ და ვაპირებ, რომ ამ ალბომზე მუშაობისას ქართული ტრადიციული ინსტრუმენტები გამოვიყენო“,- განაცხადა ჟერარ ვერანმა.