„ყველამ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, მიიღოს მანდატი და შემდეგ გაერთიანდეს პოლიტიკურ ჯგუფებთან“

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ კლასიკური გაგებით კოალიცია ნიშნავს, როდესაც არჩევნებზე პარტიები დამოუკიდებლად გადიან და შემდეგ პარლამენტში ერთიანდებიან მათი პარტიის თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფთან. როგორც დეპუტატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პოლიტიკურ ჯგუფებს მართვაზე პრეტენზია იმ თანაფარდობით უნდა ჰქონდეთ, რა თანაფარდობითაც მას ამომრჩეველმა მისცა ხმა.
„კოალიცია და საარჩევნო ბლოკი ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ. რაც შეეხება კოალიციას, ის უკვე არსებობს და დიდი ალბათობით ასეთივე კონფიგურაციით დაამთავრებს.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს, ეს უკვე სხვა თემაა, თუ რა საარჩევნო ბლოკით წარდგება არჩევნებზე დღევანდელი მმართველი გუნდი, თუ ცალ-ცალკე იყრიან პარტიები კენჭს და შემდეგ გემოვნების მიხედვით გაერთიანდებიან.
კლასიკური გაგებით კოალიცია ნიშნავს იმას, რომ ყველა სუბიექტმა, ვისაც იმედი აქვს, რომ მინიმუმ ბარიერის გადალახვას შეძლებენ, დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, მიიღოს მანდატი ამომრჩევლებისგან და ამ მანდატის შესაბამისად გარკვეულაფარდობითაც მას ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ვისაც რა დოზით ექნება მხარდაჭერა მოსახლეობიდან, მართვაზე პრეტენზიაც ამის პროპორციული უნდა ჰქონდეს“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.ი საკითხების ირგვლივ გაერთიანდეს თანამოაზრე პოლიტიკურ ჯგუფებთან იმ თანაფარდობით, რა თან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები