ევროსაბჭო რუსეთის მიერ ქართველების დეპორტაციაზე სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის შესრულების საკითხს განიხილავს
ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროსაბჭო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებასა და დეპორტაციასთან დაკავშირებულ სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მოსკოვის მხრიდან შესრულების საკითხს განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დაკავებას და დეპორტაციას ეხება, რომლის შესახებაც საქმე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ მოიგო.
ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” 2014 წელს გამოიტანა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო რუსეთისგან კომპენსაციის სახით 70 320 000 ევროს გადახდას ითხოვს. ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის წარმომადგენელები მსჯელობენ, თუ რამდენად სრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებები. ევროსაბჭოს ოფიციალურ გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრებზე რუსეთის გარდა, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, ბულგარეთისა და კიდევ არაერთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოტანილი გადწყვეტილებების აღსრულების საკითხს განიხილავენ.