ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამი მონადირე ნაღმზე აფეთქდა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე სამი მონადირე აფეთქდა. ერთ-ერთს ფეხი სერიოზულად დაუზიანდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანარჩენმა ორმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.
„ინციდენტი სოფელ ზართან მოხდა. ნაღმზე სოფელ რუსტაუს სამი მკვიდრი აფეთქდა, ერთ-ერთს ფეხი სერიოზულად დაუზიანდა და ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განუცხადეს სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში. ამ „უწყებაში“ აცხადებენ, რომ მათ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მოსახლეობას თხოვნით, რომ 2008 წლის ომის შემდეგ დარჩენილ დანაღმულ ტერიტორიას არ მიუახლოვდეს.