კახა კალაძე: კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის
კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის, – ასე პასუხობს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე კოალიცია “ქართული ოცნების” შესაძლო დაშლის თაობაზე დასმულ კითხვას. თუმცა კალაძე ამბობს, რომ თუ ერთ დღეს კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არ არის.
“კოალიციის დაშლაზე საუბარი ადრეა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე პარტიები და თუ ერთ მშვენიერ დღეს კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არ არის. პირიქით, ვფიქრობ, რომ ეს დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანიც იქნება”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახი კალაძემ.