კახა კალაძე – ვამაყობ იმ პროექტებით, რომლებიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა
დღეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების დაწყებისას განაცხადა, რომ ის ამაყობს იმ პროექტებით, რომელიც ენერგეტიკის დარგში განხორციელდა. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მინისტრის მოსასმენად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. სხდომის დაწყების წინ კალაძეს უნდა განემარტა, თუ რამდენად რეალურად სჭირდებოდა საქართველოს რუსული გაზის დამატება. ამ საკითხის გარდა, საქართველოს ევროპის ენეროგაერთიანებაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებითაც ჰქონდათ შეკითხვები.