კახა კალაძე – საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ ელექტროენერგიის თვალსაზრისით დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს.
განცხადება ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
“ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომელი შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. ეს ქვეყნებია, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მოვახერხოთ და უახლოეს მომავალში საქართველო ელექტროეენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები