თინა ხიდაშელი – შს სამინისტრო მცდელობას არ აკლებს იმას, რომ პეტრიაშვილის საქმე გამოძიებული იქნას

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი გამოძიების მხრიდან უნდა გაეცეს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საქმის დეტალებს ის კარგად არ იცნობს და ეს არც მისი კომპეტენციაა, თუმცა, მისი განმარტებით, შს სამინისტრო მცდელობას არ აკლებს იმას, რომ პეტრიაშვილის საქმე გამოძიებული იქნას.
“არ ვიცნობ საქმის დეტალებს. ეს არ არის ჩემი საქმე. ძალიან კარგია, რომ არ ვიცნობ დეტალებს. ერთი რამ ვიცი, რომ შს სამინისტრო მცდელობას არ აკლებს იმას, რომ საქმე გამოძიებული იქნას ისე, რომ კითხვები არ დარჩეს. საქმის გამოძიება არ არის დასრულებული. ერთი ადამიანის დაკავება არ ნიშნავს დასასრულს. წავიკითხე, რომ დაზარალებული მადლობას უხდის შს სამინისტროს და იმედი გვაქვს ეს ასე გაგრძელდება და მათი თანამშრომლობა იმით დასრულდება, რომ ქვეყნისთვის მძიმე საქმეზე ყველა კითხვას პასუხი გაეცემა”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე გამოძიების კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები