პარლამენტში კახა კალაძეს უსმენენ

დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს უსმენენ. მინისტრი სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსახორციელებელ საკითხებზე. პარლამენტში მოადგილეებთან, მარიამ ვალიშვილთან და ილია ელოშვილთან ერთად იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, კალაძე ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრებს, მათ შორის წარმოადგენს საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები