თინა ხიდაშელი თარხან ბათირაშვილზე – ამერიკის მთავრობიდან გვაცნობეს, რომ ეს ვარაუდი არსებობს

ჩვენ აქტიური ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს,- აღნიშნული განცხადება თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ისლამური სახლმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ გააკეთა.
ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს დღეს დილით მიუვიდა ინფორმაცია თარხან ბათირაშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის შესახებ, თუმცა ამ დრომდე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
“დღეს დილით მომივიდა ამის შესახებ ინფორმაცია, თუმცა არ შემიძლია არაფრის თქმა ამ დროისთვის. ჩვენ ზუსტად ისევე ველოდებით საბოლოო პასუხს, როგორც საზოგადოება. ჩვენ აქტიური და ქმედითი ურთიერთობა გვაქვს ამერიკის მთავრობასთან და გამთენიისას, ძალიან ადრე გვაცნობეს, რომ ასეთი ვარაუდი არსებობს. თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ვარაუდი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები