„მარჯვენა სექტორის“ წევრი საშა ბელიი ქუჩაში მოკლული იპოვეს
„მარჯვენა სექტორის“ წევრი საშა ბელიი შემოხეული ტანსაცმლით, მიწაზე დაგდებული იპოვეს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ნაცისტური ორგანიზაციის წევრი ცეცხლსასროლი იარაღით არის მკვდარი,- ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედია წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ნაცისტური ორგანიზაციის წევრი ქალაქ ჩარივნეში, კაფე „კარასი“-სთან ჩაცხრილეს. პირველადი ვერსიით, კაფესთან თავდამსხმელები სამი მიკროავტობუსით მივიდნენ, თავს დაესხნენ დარბაზში მჯდომ საშა ბელიის, რის შემდეგაც მას ბორკილები დაადეს და ქუჩაში გაიყვანეს. ბორკილებდადებული ბელიი კი რამდენიმე თავდამსხმელმა სასიკვდილოდ სცემა. გარდაცვლილი მამაკაცი მაიდნის მოვლენების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის ხშირად საკუთარი მუშტებით და შიშველი ხელებით უსწორდებოდა პროკურატურის წარმომადგენლებს. ხშირად ის სამართალდამცავთა მიმართ იარაღის გამოყენებასაც არ ერიდებოდა. საშა ბელიის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა. მისი თქმით, საქმეზე უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში ნაცისტის უცნაური მიდრეკილების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. ფარული კამერით გადაღებულ ვიდეოში ნათლად ჩანს ,თუ მეძავები როგორ სცემენ წიხლებით საშა ბელიის, ის კი წინააღმდეგობას არ უწევს. პიკანტური კადრები ტელეკომპანია „რაშა თუდეიმ“ გაავრცელა. „პიკანტური ჩანაწერი ევრომაიდნის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის ალექსანდრ მუზიჩკოს (ბელიის) მაზოხისტურ და გახრწნილ მისწრაფებებზე მეტყველებს. ეს არის ადამიანი, რომელიც კოშმარში ამყოფებდა უკრაინელ მაღალჩინოსნებს და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს…როდესაც ამ ვიდეოს იხილავთ, შეიძლება გაიფიქროთ, რომ მუზიჩკოს აწამებენ, მაგრამ კადრებში არსად ჩანს ხელბორკილები. თვალნათელია, რომ ის ამ „სიტუაციაში“ ნებაყოფლობით იმყოფება. მას მსუბუქი ყოფაქცევის 2 ქალი ფეხსაცმელს პირდაპირ სახეში ურტყავს, რისგანაც ის სიამოვნებას იღებს. აშკარაა, რომ მუზიჩკოს სექსუალური გადახრები აქვს“, – აცხადებს ტელეკომპანია „რაშა თუდეი“.