ავღანეთში „ბოევიკთა“ ორი ჯგუფის დაპირისპირების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში „თალიბანის“ ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად 25 „ბოევიკი“ დაიღუპა. ინციდენტი ჰერატის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონფლიქტი საველე მეთაურებს, მულა სამადის და მულა ნანგიალაის შორის მოხდა. პირველი საველე მეთაურის დაჯგუფებიდან 15, ხოლო მეორე ჯგუფიდან 11 „ბოევიკი“ დაიღუპა.
მოძრაობა „თალიბანში“ დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასულ წელს ამ დაჯგუფების ფუძემდებელი, მულა ომარი დაიღუპა, ხოლო მისმა თანამებრძოლმა, მულა ახტარ მანსურმა საკუთარი თავი თალიბების ახალ ლიდერად გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებას თალიბების ნაწილმა მხარ არ დაუჭირა.