ბრიტანელი „ლიბერალ-დემოკრატები“ მარიხუანის გაყიდვას ლიცენზირებულ მაღაზიებში მოითხოვენ

დიდ ბრიტანეთში „ლიბერალ-დემოკრატები“ლიცენზირებულ მაღაზიებში მარიხუანის გაყიდვის ინიციატივით გამოვიდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პარტიის წარმომადგენელთა აზრით, სუსტ ნარკოტიკებთან ომი ფაქტობრივად ჩავარდა და ერთადერთი, რაც ამას მოჰყვა, ის იყო, რომ სამართლდამცველი ორგანოები ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში მოცდნენ. „ლიბერალ-დემოკრატები“ ასევე ამბობენ, რომ მარიხუანის მომხმარებლები მთელი დარჩენილი ცხოვრება ნასამართლეობით არ უნდა ცხოვრობდნენ. ეს პარტია მარიხუანის რეგულირებადი ბაზრის შექმნას მოითხოვს იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მისი ფასი და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გაყიდვა გააკონტროლოს. ამჟამად დიდ ბრიტანეთში მარიხუანის დამზადება და გავრცელება 14-წლიანი პატიმრობით ისჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები