სეულმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ კიდევ ერთი რაკეტის გამოცდის გამო ის ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი კომპანიის და მოქალაქის მიმართ ახალ სანქციებს აწესებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
სეულში ასევე აცხადებენ, რომ სამხრეთ კორეა საკუთარ პორტებში ჩრდილოეთ კორეის გემების შესვლას აკრძალავს. ასევე სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, საზღვარგარეთ ჩრდილოეთ კორეის კომპანიებს და რესტორნებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
შეგახსენებთ, მარტის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქცოების გამკაცრების რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები